დანიელსონის თქმით, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, დღეს, გამთენიისას გაემგზავრება ბრიუსელში და შარლ მიშელს მოახსენებს მოლაპარაკების შედეგის შესახებ.
„მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მონაკვეთში იყო მიღწეული პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო, ნაკლები წინსვლა იყო“, - განაცხადა ბრიფინგზე კრისტიან დანიელსონმა.
მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის რომ მათ შეძლებოდათ ფოკუსირება, კონცენტრაციია და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მთელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. გარდა ამისა, როგორც დანიელსონმა აღნიშა, კრიზისის დასრულება ნიშნავდა, წინსვლას ევროკავშირის დღის წესრიგით და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვას რეგიონში.