World News

"ტერორისტთა" მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, - განაცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA -მ და მომხდარში თეირანის მტრებთან დაკავშირებული "ტერორისტული ჯგუფი" დაადანაშაულა.


ცნობით, თავდასხმა ქალაქ სარავანში მოხდა, სისთან-ბალუჩისტანის მშფოთვარე პროვინციაში, სადაც ბოლო დროს ძალადობის არაერთი გამოვლენა მოხდა.


დაჯგუფებამ - რომელიც "გლობალურ ქედმაღლობას“ უკავშირდება,  ფრაზა, რომელსაც ირანული მედია ჩვეულებრივ, შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეების მიმართ იყენებს - განახორციელა "აფეთქება სარავანის ერთ-ერთ მოედანზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მოქალაქე, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, დაშავდა", - იუწყება IRNA.


სისთან-ბალუჩისტანი პაკისტანს ესაზღვრება და მისი მოსახლეობა უმეტესად სუნიტი ეთნიკური ბალუჩებისგან შედგება.


ეს პროვინცია, უკვე დიდი ხანია, სეპარატისტებისა და სუნიტი სამხედროების საზღვრებსშორისი დაპირისპირების  ცხელ წეტილს წარმოადგენს.


ეს ინციდენტი სისთან-ბალუჩისტანში საწვავის კონტრაბანდისტებთან სისხლიანი დაპირისპირებებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ მოხდა.


ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ შეტაკებებში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი პოლიციელი სარავანში.


.


მაგრამ გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა განაცხადა, რომ გადმოცემის თანახმად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი არასრულწლოვანი - და ირანის უშიშროების ძალები ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა.

Читайте на сайте