ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო
ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი, დაახლოებით სამჯერ მეტია. ამის შესახებ, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში, უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა. მისივე თქმით, შედარებით ნაკლები, თუმცა, მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს უკრაინასაც. კონკრეტული რიცხვი ბერნსს არ დაუსახელებია.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ივლისის მონაცემებით, რუსული არმიის დანაკარგები 38 000-ს აჭარბებს. კიევი ოფიციალურად არ ავრცელებს ცნობებს ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ.