World News

უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონში გაანადგურეს რუსეთის კიდევ რამდენიმე სამხედრო ობიექტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, სარაკეტო-საარტილერო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების პოზიციებზე.


სარდლობის ცნობით, დადასტურებულია ქალაქ ხერსონის და ასევე, ბერისლავის და კახოვკის რაიონებში სამეთაურო და სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტების და საბრძოლო მასალების 6 საწყობის განადგურება.


სამხრეთის ოპერატიული სარდლობის თანახმად, მოწინააღმდეგემ დაკარგა 111 სამხედრო, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ჰაუბიცა და საავტომობილო და ჯავშანტექნიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხერსონის ოლქზე საარტილერიო-სარაკეტო შეტევის შესახებ არაფერს იუწყება.




რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ ივლისში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ამერიკული სარაკეტო სისტემების მიღება.

Читайте на сайте