World News

ბელგიამ დაამტკიცა ირანთან პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც კრიტიკის სამიზნეა

ბელგიელმა კანონმდებლებმა რატიფიცირება გაუკეთეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას იძლევა პატიმრები გაუცვალონ ირანს.


შეთანხმება, რომელსაც აკრიტიკებენ, გზას გაუხსნის ირანელი დიპლომატის განთავისუფლებას, რომელიც საპატიმროში იმყოფება ტერორიზმში ბრალდებით.


ორდღიანი ცხარე კამათის შემდეგ, გადაწყვეტილებას მიემხრო 79 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 41. შეთანხმება 6 ივლისს დაამტკიცა საგანგებო კომისიამ.


პრემიერ ალექსანდრე დე კროოს მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გზაა ბელგიური ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის, ირანში საპატიმროში მყოფი, ოლივიე ვანდეკასტეელეს განთავისულებისთვის.


41 წლის ვანდეკასტელე თეირანში დააკავეს თებერვალში, ჩანს, ბრალდების წარდგენის გარეშე. ბელგიის მხრიდან შეთანხმება გააკრიტიკეს სხვათა შორის ირანის, დევნილობაში მყოფმა ოპოზიციური ძალებმა, რომლებიც თვლიან, რომ ბრიუსელი უკან იხევს იმის წინაშე, რაც ფაქტობრივად, თეირანის მხრიდან მძევლების აყვანას უდრის.


ბელგიის მთავრობამ, შეთანხმებით, უნდა გაათავისუფლოს, და შეიძლება ბრალდებაც მოუხსნას, ირანელ დიპლომატს, ასადოლა ასადის, რომელსაც 2020 წელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შეთქმულებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი იყო აფეთქების მოწყობა ოპოზიციური ჯგუფის, ე.წ. ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭოს შეხვედრაზე პარიზის მახლობლად 2018 წელს.


თეირანმა ბელგიისგან მოითხოვა აღიაროს ასადის დიპლომატიური სტატუსი და გაათავისუფლოს ის. ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭო, რომელსაც მიზნად აქვს ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის შეცვლა, თვითონ იყო 1997-2012 წლებში აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში შეტანილი.


 


 

Читайте на сайте