თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კოვიდი დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუდასტურდა კოვიდ-19 „ძალიან სუსტი სიმპტომებით,“ იტყობინება 21 ივლისს თეთრი სახლი.
ბაიდენი თეთრ სახლში იქნება იზოლირებული და გააგრძელებს თავისი ყველა მოვალეობის შესრულებას, აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი.
მისი თქმით, ბაიდენი იღებს პაკლოვიდს, ანტივირუსულ პრეპარატს, რათა სიმპტომები შეუმსუბუქდეს.
თეთრ სახლში მისი იზოლირება დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრს რეკომენდაციით მოხდა. ბაიდენი 79 წლისაა და ასაკის გამო მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. თეთრი სახლის თანახმად, ის მთლიანად არის ვაქცინირებული.
ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობიდან დაბრუნდა 16 ივლისს, შემდეგ ბევრი საქმე ჰქონდა. 20 ივლისს კანონმდებლებთან ერთად მასაჩუსეტსში იმოგზაურა. პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად მან მიიღო უკრაინის პრეზიდენტის ცოლი, ელენა ზელენსკას თეთრ სახლში, 19 ივლისს, პირბადეების გარეშე.
თეთრი სახლის განცხადებით, „გამჭვირვალეობის მიზნით“ ყოველდღიური ინფორმაცია ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნდება მისი მდგომარეობის შესაბამისად. ჯო ბაიდენი შეუერთდა სახელმწიფოთა მეთაურებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში კოვიდი შეეყარათ.