World News

ოვალურ ოფისში ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბაიდენს, კონგრესს, და რიგით ამერიკელ ხალხს

თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და რიგით ამერიკელ ხალხს, უკრაინისთვის  აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. 


ზელენსკი თეთრ სახლში იშეხვედრას მართავს ჯო ბაიდენთან. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.


ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.


ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.

Читайте на сайте