სამხედრო, რომელსაც სწავლების დროს მეხი დაეცა, გარდაიცვალა
ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლების დროს მეხი დაეცა, გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
"გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შემთხვევა 13 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს მოხდა - საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
"საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო ელვით, ე.წ. მეხის დაცემით. მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობაა, საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობით მიიყვანეს ახალციხის კლინიკაში, იყო პულსის გაჩერების ეპიზოდიც. ჩვენთან შემოვიდა დამწვრობითი შოკით", - უთხრა რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებას ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. რამდენიმე საათში ის თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.