დედაქალაქი უყრუებს ჭიათურელების პროტესტს
ჭიათურელი მაღაროელები განაგრძობენ გაფიცვას და შიმშილობას. ერთმა ამოიკერა პირი, მეორემ თვალები, მესამემ - ხელები დაისერა. ყველაფერი უშედეგოდ. დამსაქმებელი, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არ თმობს მთავარს - არ უზრდის ხელფასებს. საქმეს ვერც თბილისში აქციების გამართვამ უშველა.