შუქრუთელებს სასამართლომ მაღაროს შესასვლელის პიკეტირება აუკრძალა
ჭიათურის სოფელ შუქრუთის ოც მკვიდრს, რომლებსაც მარტიდან კოროხნალის და შუქრუთის მაღაროს შესასვლელები აქვთ პიკეტირებული, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა აუკრძალა. მოსამართლე ივანე ყიფიანის განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.