ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, ჯგუფ birja mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, ჯგუფ birja mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თავის მხრივ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მგალობლიშვილისთვის 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და […]