გიორგი აბაშიშვილი: დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტის სხდომის ნაცვლად ”ქართული ოცნების” ყრილობა ვიხილეთ
ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას კონსტიტუციის ირგვლივ საერთო კონსენსუსთან დაკავშირებით. აბაშიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ მოატყუა საკონსტიტუციო კომისიის წევრები, ვენეციის კომისია და ქართული საზოგადოება.