სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, რუსთავის მერის წარმომადგენელი და ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტიც დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თელავის საკრებულოს წევრის გარდა, დღეს ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძეც დააკავა. როგორც სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის […]