ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 1979 წელს დაბადებული ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გ.ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 19 შეკვრად დაფასოებული,1,6119 გრამი ჰეროინის შემცველი […]