აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ვაზიანში იმყოფება
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.