გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა – დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი
ავტოავარია გურიაში – სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]