მაქსიმალური ძალები გვყავს, რათა ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს ხანძრის გაღვივების არანაირი რისკი – გიორგი მღებრიშვილი
ამ ეტაპზე ხანძარი, შეიძლება ითქვას, უკვე ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება იმ ცოცხალი ძალის მიერ, რომელიც ახლა ზონაში იმყოფება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა. „ამ ეტაპზე 24-საათიან რეჟიმში მაინც ვრჩებით ჩვენ. შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. რჩება ზონაში ავიაციაც. საჭიროების შემთხვევაში, ისინი თავის ფუნქციას შეასრულებენ“, აღნიშნა მღებრიშვილმა. […]