გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა – შსს ვიდეოს ავრცელებს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. „საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. […]