ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალთან დაკავშირებით დისკუსიას ეხება, საკონსტიტუციო პროექტზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მიიღოს დოკუმენტი, რომელიც დაამყარებს ბალანსს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შორის. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს. ”ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი […]