გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატებს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ზუგდიდში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მერობის კანდიდატები 12 სექტემბერს, ხოლო გურიის მერობის კანდიდატები 10 სექტემბერს წარადგინა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატები წარადგინა თბილისში, კახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.