ქუთაისში სახლის ფასადი ჩამოინგრა
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქ. ნომერ 21-ში ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტს მოქალაქეები შემთხვევით გადაურჩნენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიულია და პარაპეტიდან აგურები და ფასადის ნაწილები სისტემატურად ცვივა. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მერიაში აცხადებენ, რომ არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თანადაფინანსებით ახდენენ მათი კორპუსების პარაპეტების რეაბილიტაციას, თუმცა, მათივე ინფორმაციით, გამსახურდიას ნომერ 21-ის […]