აი ამ ხალხს მოვუწოდებ, რუხის ხიდზე გელოდებით იარაღით, გადავიდეთ და ავიღოთ სოხუმი – ზვიად სიჭინავა (ვიდეო)
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა “ქართული მარში”-ს ორგანიზატორებს მოუწოდებს 4 ნოემბერს, რუხის ხიდზე მივიდნენ და მასთან ერთად იბრძოლონ სოხუმისთვის. ეს განცხადება მან გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას გააკეთა მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა ზვიად სიჭინავას მოღალატეობა დააბრალეს და განაცხადეს, რომ მან აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა.