ლილოს ნაგავსაყრელი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ის საფრთხეს უქმნის მოსახლეობას – კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. როგორც დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. „ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, […]