ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი – გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ
ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატის იმედა ქარქაშაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. დაცვის მხარე ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. “საქმის მასალებიდან გამომდინარე, საერთოდ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირს რაიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი. საქმეში ასევე არ არის არანაირი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. […]