საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის
საქართველოს 27-28 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა. 27 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. 11:30 საათზე, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 27 ნოემბერს გროისმანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს […]