World News in Georgian
Ноябрь
2017
17

Новости за 26.11.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

ტერორისტს, ფაშისტს, სერიულ მკვლელს, ყველას აქვს თავისი მოტივები და არგუმენტები – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ქართული მედიის მუშაობის შესახებ წერს. “ტერორისტს, ფაშისტს, სერიულ მკვლელს, ყველას აქვს თავისი მოტივები და არგუმენტები. წარმოიდგინეთ გადაცემა ტერორისტული აქტის შესახებ, სადაც “ბალანსის მიზნით“ მოწვეულია ტერორისტების წარმომადგენელი, რომელიც გვიხსნის, რომ დიახაც, კონკრეტული პრობლემის მოგვარება და სამართლიანობის აღდგენა სისხლიანი ტერორისტული აქტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და საერთოდაც უკეთესი იქნებოდა, თუ იმ კონკრეტულ ტერაქტში […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის

საქართველოს 27-28 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა. 27 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. 11:30 საათზე, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 27 ნოემბერს გროისმანი... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

რუსთავში ავტოავარია მოხდა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. შემთხვევის დროს ერთმანეთს “ბე-ემ-ვეს”, “მერსედესისა” და “ნისანის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები მიიღო “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომანაქნაში მსხდომმა სამმა პირმა და ერთმა მცირეწლოვანმა. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ავარია მოხდა

ქუთაისი-ტყიბულის გზაზე, სოფელ ხრესილთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის შვიდი დაშავებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ორი დაშავებული კი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.