World News in Georgian

თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი 5 იანვარს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ. პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტობის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას მისცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა.

Читайте на сайте