World News in Georgian

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე მოკლეს

მკვლელობა რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს ,,ერთობის” ტერიტორიაზე – ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

Читайте на сайте