World News in Georgian

ქაბულში ტერაქტს ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაჭრილია 158. როგორც სამთავრობო მედიაცენტრის ხელმძღვანელმა, ბარიალაი ჰილალიმ განუცხადა ჟურნალისტებს, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანთა შორის ზოგი კრიტიკულ მდგომაროებაშია. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჰაყნავაზ ჰაყიარის თქმით, თავდასხმა 27 იანვარს დილით განხორციელდა ხალხმრავალ მოედანზე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ეს უდიდესი აფეთება იყო, რომელიც განხორციელდა ქაბულში უკანასკნელი წლების განმავლობაში. 

Читайте на сайте