„ქართველ ციმბირელთა“ შერკინება ბრიტანელებთან
20 იანვარს თბილისმა უმასპინძლა ევროპის „ჩელენჯ კაპის“ ორ მატჩს. მათში საქართველოს გუნდები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მინდორზე მრავლად იყვნენ ქართველი მორაგბეები - რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის ორი კლუბის წევრები. „ენისეი“ და „კრასნი იარი“ შეხვდნენ ინგლისის გუნდებს, „ნიუკასლსა“ და „ლონდონ აირიშს".