საბჭოთა სიმბოლიკები საჯარო სივრცეში ევროინტეგრაციის ფონზე
ქუთაისში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი და ნამგალი და ურო დღემდეა გამოსახული საჯარო და სხვა დაწესებულებების ფასადებზე, კულტურულ ძეგლებსა და ხიდებზე. ქალაქში მდებარე 300 ქუჩიდან 20-მდე მათგანს საბჭოთა ლიდერის სახელი ჰქვია.