პროტესტი მოჰყვა ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას
ქუთაისში 1 მარტიდან გარევაჭრობა აიკრძალა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები 1 თვით ადრე გააფრთხილა, დღეიდან კი საპატრულო პოლიცია გაამკაცრებს მეთვალყურეობას და დააჯარიმებს გარემოვაჭრეებს.