World News in Georgian

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელად ჩავიდა ქაბულში, სადაც ჯეიმს მატისი შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ასევე მაღალი რანგის ამერიკელ მეთაურებს, მათ შორის გენერალ ჯონ ნიკოლსონს. იუწყებიან, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი თალიბანის ზოგიერთი წარმომადგენლისა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საკითხია. 28 თებერვალს პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თალიბანს შესთავაზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება და შეპირდა, რომ სამხედრო დაჯგუფებისთვის სანქციების გაუქმებაზეც იმუშავებდა, თუ ისინი მთავრობას სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მიუხდებოდნენ.  უსაფრთხოების მიზნით, 13 მარტის ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა. შეერთებული შტატები ახალ რესურსებს დებს იმისათვის, რომ გარდატეხა შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე თითქმის 16 წლიან ომში. თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ყოველწლიურად მათთან ბრძოლაში ათასობით ავღანელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. 12 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საქმეების კოორდინაციის სააგენტომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისიდან 30 000 ადამიანი გახდა იძულებული საცხოვრებელი მიეტოვებინა კონფლიქტის გამო.


 

Читайте на сайте