World News in Georgian

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ სავარაუდო ავღანელს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის

გერმანიის სასამართლომ 22 მარტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჰუსეინ ხავარის, რომელიც ამტკიცებს, რომ ავღანეთიდან არის. ის 2015 წელს დააპატიმრეს ქალაქ ფრაიბურგში, 19 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის. ადრე ხავარის ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საბერძნეთში მკვლელობის მცდელობისთვის. გერმანიაში ვერ დადგინდა ხავარის ვინაობა, წარმომავლობა და ზუსტი  ასაკი. ხავარის შემთხვევამ გერმანიაში კანცლერ მერკელის საემიგრაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტი გააძლიერა.

Читайте на сайте