World News in Georgian

შსს მოუწოდებს მოქლაქეებს აზრის გამოხატვა მოახდინიონ კანონმდებლობის შესაბამისად

შინაგან საქეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქლაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინიონ კანონმდებლობის შესაბამისად.


„იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღდვის მცდელობას პოლიცია მპახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“ - ამის შესახებ სამინისტროს წარმოადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


შსს-ს ცნობითვე, 11 ივნისს  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-2 და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი.  მათ შორის ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით, მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. მას თან ცივი იარაღი ჰქონდა და იმ დროს დააკავეს, როცა იგი აქციის მონაწილეებს უერთდებოდა.


დაკავებულთა შორის ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

Читайте на сайте