World News in Georgian

ჭიათურელი ახალგაზრდები პოლიციის წინააღმდეგ

ჭიათურის პოლიციის შენობასთან შიმშილობის აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. მეათე დღეა, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში შიმშილობს, ჭიათურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა, და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის, გადადგომის მოთხოვნით.

Читайте на сайте