World News in Georgian

ტრამპი არ გამორიცხავს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აღიაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო, რომ გამორიცხავს რუსეთის მიერ უკრანის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიას. ტრამპი რამდენიმე დღეში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს. აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტების მიერ 29 ივნისს დასმულ შეკითხვაზე, მართალია თუ არა ცნობა, რომ ვაშინგტონი აპირებს ანექსიის საწინააღმდეგო პოზიციის დათმობას, ტრამპმა უპასუხა: „უნდა ვნახოთ“. ასეთივე პასუხი გასცა ტრამპმა შეკითხავს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გარშემო. ეს სანქციები კრემლს დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მომავალი სამიტის მიზანია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის განვითარება. ეს ურთიერთობა „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა და შევხედავთ, „როგორ იმოქმედებს რუსეთი“. თქვა დონალდ ტრამპმა.

Читайте на сайте