World News in Georgian

ფხენიანი აკრიტიკებს აშშ-ს, მას შემდეგ რაც პომპეომ მოლაპარაკებებს "პროდუქტიული" უწოდა

ჩრდილოეთმა კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის მისი თქმით "დასანანი" მიდგომა მოლაპარაკებებში, რომელიც ატომური იარაღისგან გათავისუფლებას ეხებოდა და რომელშიც მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ივლისს გავრცელებული განცხადება მოჰყვა პომპეოს სიტყვებს, რომ ფხენიანში გამართული ორდღიანი მოლაპარაკება "პროდუქტიული" იყო. პომპეო აცხადებდა, რომ ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლებთან საუბარმა "ნდობის ატმოსფეროში" ჩაიარა და გარკვეულ სფეროებში "დიდი პროგრესი" იქნა მიღწეული. მაგრამ რამდენიმე საათში ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არ უერთგულა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის გასულ თვეში გამართული სამიტის სულისკვეთებას. განცხადებაში აშშ-ს ბრალს სდებენ ცალმხრივი მოთხოვნების წამოყენებაში ფხენიანის ატომური იარაღისგან სრული, შემოწმებას დაქვემდებარებული და შეუქცევადი გათავისუფლებისთვის. განცხადებაში გამოთქმულია გაფრთხილება, რომ შესაძლოა დადგეს "სახიფათო ფაზა, რომელიც შეარყევს ატომური იარაღისგან გათავისუფლების ჩვენს ნებას, რომელიც აქამდე მტკიცე იყო". 


 

Читайте на сайте