World News in Georgian

ნატომ მაკედონია ოფიციალურად მიიწვია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე

ნატომ ოფიციალურად მიიწვია მაკედონია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსib გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე. მიწვევა, რომელსაც ყველა მოელოდა, 11 ივლისს ნატოს სამიტის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის 29 წევრის მიერ. მიწვევა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას გაუგზავნეს მას მერე, რაც მან მოაგვარა ხანგძლივი უთანხმოება ნატოსა და ევროკავშირის წევრ საბერძნეთთთან თავისი ოფიციალური დასახელების გამო. საბერძნეთს არ სურდა თანხმობა განეცხადებინა მაკედონიის წევრობაზე, რადგან მის ერთ- ერთ რეგიონს იგივე დასახელება აქვს. წელს ორი ქვეყანა მორიგდა და მაკედონია შეიძლება გახდეს ნატოს 30-ე წევრი. ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პერსპექტივით უკმაყოფილება უკვე გამოხატა რუსეთმა, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება. პრესამ გაავრცელა ცნობა 11 ივლისს, რომ საბერძნეთი ქვეყნიდან გააძევებს ორ რუს დიპლომატს და ორ სხვას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს მათი მცდელობის გამო, ჩაეშელათ გასული თვის მორიგება ათენსა და მაკედონიას შორის. რუსეთმა განაცხადა, რომ სათანადო პასუხს გასცემს ამ ქმედებას.

Читайте на сайте