მძინარე მზეთუნახავის საბოლოო გამოფხიზლება
მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა! - ასეთი მხატვრული სახე მოიშველია ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, როცა გამოეხმაურა გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ. რატომ ალაპარაკდა ის ცნობილი ზღაპრის გმირზე, ან რისთვის სჭირდებათ ევროკავშირის წევრებს თავდაცვითი კავშირი, როცა არსებობს ნატო?