სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი. ის 27 ივლისს იქნა დაკავებული „კონსტიტუციური წყობის დამხობის“ ბრალდებით, რომელიც უკავშირდება რეპრესიებს 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ. მაშინ პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. როგორც ქოჩარიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რუბენ საჰაკიანმა განაცხადა 13 აგვისტოს მედიასთან საუბრისას, ყოფილი პრეზიდენტი იმუნიტეტით სარგებლობს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ უკანონო იყო ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქოჩარიანი დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მის სამართლებრივ დევნასა და დაკავებას. რობერტ ქოჩარიანი 2008-2018 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტი.