World News in Georgian

საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა სტავროპოლში ავტობუსის ავარიის შედეგად

19 აგვისტოს, რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან მიმავალი სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. რეისი თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით სრულდებოდა.


რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 7 რუსეთის, 2 კი - საქართველოს მოქალაქეა.


ავარიის შედეგად სულ დაიღუპა 2 მგზავრი. საავადმყოფოებში გადაყვანილ დაშავებულებს შორის 4 არასრულწლოვანია.


ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტი თბილისის დროით 3:05-ზე მოხდა. ავტობუსში 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

Читайте на сайте