World News in Georgian

რუსთავში ქალს ავტომობილი დაეჯახა

30 აგვისტოს, შუადღისას, რუსთავში, შარტავას მოედანზე, შუქნიშანთან, შუა ხნის ქალს „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაზარალებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმები ამჟამად მისი დაზიანების ხარისხს ადგენენ. მძღოლის განცხადებით, ის 40 კმ/საათით მოძრაობდა და შეეცადა არიდებოდა სწრაფად მომავალ სამარშრუტო მანქანას. მისივე თქმით, ქალი მწვანე შუქნიშანზე გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ავარიის დეტალებს სწავლობს.

Читайте на сайте