ვაშაძე: ქვეყანას მართავს კანონიერი ქურდი ივანიშვილი
ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერის, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მართავს „მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქიული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან.“ თბილისში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად“ და ქვეყანაში აღარ არსებობს ინსტიტუციები. „ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ?! რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ?! რომელს შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება, ამიტომ საზოგადოებამ აქტიურობა უნდა გამოიჩონოს. "ძალა ერთობაშია" სამოქმედო გეგმას 15 საათზე წარმოადგენს.
გიორგი ვაშაძის ბრიფინგი მოჰყვა „რუსთავი 2“-თან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვა 4 მილიონის გადახდა.
გიორგი ვაშაძის ბრიფინგი მოჰყვა „რუსთავი 2“-თან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვა 4 მილიონის გადახდა.