World News in Georgian

გიორგი გახარია პანკისელებს: 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის ესროლეთ ქვები ფორმიანებს?

„ჰესის საწინააღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, -  განუცხადა  პანკისის ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა მოსახლოებას.


„თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო, ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის - არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. იგი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და რეგიონული განვითარების მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან ერთად ხვდება.


შეხვედრა მედიისთვის დახურულია. იგი  სოფელ ბირკიანში, ერთ-ერთი სახლში იმართება.

Читайте на сайте