World News in Georgian
Май
2016

Новости за 23.05.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

“იმ ნაძირალას პასუხს ვაგებინებთ” – ირაკლი სესიაშვილი (ვიდეო)

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ დამნაშავე ადრე თუ გვიან პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის. “იმ ნაძირალას პასუხს ვაგებინებთ თითოეული ჩვენთაგანი”  – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში “მაესტროს ფაქტორი”. მანვე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო გაძლიერებული უსაფრთხოება ტერიტორიის სიახლოვეს, რაზეც სესიაშვილმა განაცხადა, რომ ნორმები ევროკავშირის მიერ დადგენილი წესების […]

News.ge 

კორცხელის 53-ე და ნაცატუს 54-ე უბანზე ხმების განმეორებით დათვლის შემდეგ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს

ზუგდიდში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 53-ე და 54-ე უბნის შედეგების განმეორებით დათვლის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა.

News.ge 

შორენა ბეგაშვილი: ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა შორენა ბეგაშვილის შვილის მკურნალობისათვის 100 000 ლარი გადარიცხა, მსახიობი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

News.ge 

„ნეტავ, ბევრ ქართველს უყვარდეს საქართველო ისე, როგორც პუტინს უყვარს!“

ამის შესახებ პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

News.ge 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში პირველ ივლისს შევა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს – უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარ დაპირპისრებას ეხმაურება:     „ყველა ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას წააგებს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, ეს არ არის ჩემი რჩევა, ეს არ არის ჩემი გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის […]

News.ge 

„კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ - პროექტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

პროექტის დასრულებისას საქართველოში გამოვლენილი შედეგები წარედგინება იუნესკოს და განხილვის შემდეგ განთავსდება იუნესკოს მონაცემთა ბაზაში.

News.ge 

„რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.

News.ge 

„ლგბტ აქტივისტები შიშში, სტრესსა და დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან“ - NGO-ები გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებებზე

ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სახელმწიფო ორგანოებს მათი პრევენციის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

News.ge 

„საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის“

გიორგი მარგველაშვილმა დევნილებთან მიმართებაში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

News.ge 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

News.ge 

კაპანაძე: თუკი იქნება გადაცდომა, რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამის სასჯელს

ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომა არის ძალიან მარტივად, მას აქვს შესაბამისი საწესდებო სასჯელები, რა თქმა უნდა, კომისია იმსჯელებს და მოკვლევის შემდეგ მიიღებს შესაბამის დასკვნას.

News.ge 

„ამ ხელისუფლებას დიდი დრო არ დარჩენია, ბოლო 2 არგუმენტიც გამოეცალათ ხელიდან“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, შუალედური არჩევნებით გამოჩნდა, რომ ოქტომბერში საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება.

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობა“ კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას პროკურატურისგან მოითხოვს

გუშინ მომხდარ ინციდენტში ხელისუფლების ნებას ხედავს ირაკლი აბესაძეც. იგი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოძიებით წერტილი დაუსვას ვარაუდს, რომ წინასაარჩევო კამპანია ძალადობით წარიმართება.

News.ge 

მინაშვილი: პირველ რიგში დასაკითხი არიან ივანიშვილი და კალაძე

ძალის გამოყენება და ძალადობა არის სუსტთა თავშესაფარი. კიდევ ერთხელ ცხადია ყველასთვის, რომ იმარჯვებს არა ძალა, არამედ იმარჯვებს რწმენა და იდეა, რისი დასტურიც იყო გუშინ საღამოს.

News.ge 

ჰერმანი: ამ ფაქტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მომავალ არჩევნებზე

მივესალმებით პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებებს, რომლებმაც თქვეს, რომ ინციდენტი სრულიად უნდა იქნას გამოძიებული.

News.ge 

კორცხელში მომხდარ ინციდენტში სამხედროს მონაწილეობაზე თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

როგორც თავდაცვის სამინისტროში News.ge-ს განუცხადეს, უწყებამ აღნისნულ მასალაზე მოკვლვა უკვე დაიწყო.

News.ge 

„დღეს ალბათ ქოცებიდან ვისაც ეს არჩევნები ებარა, იმათ მიატყეპინებს ბატონი ბიძინა იმავე გუშინდელ ტიტუშკებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით საყვარელიძე შუალედურ არჩევნებში, ორ საარჩევნო ოლქში ოპოზიციური პარტიის კანდიდატების გამარჯვებას ეხმაურება.

News.ge 

უსუფაშვილი: ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას წააგებს თავს - ეს არის ჩემი დაპირება

მან პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებს მიმართა, შეიქმნას მექანიზმი იმისთვის, რომ პარლამენტს აღნიშნულ პროცესებში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეეძლოს.

News.ge 

„კორუფციულ გარიგებებში შესაძლოა მონაწილეობა აქვთ მიღებული შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებს“ - „თავისუფალი დემოკრატები“ პროკურატურას მიმართავენ

„ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ გვარებს, რომლებზეც ბატონი ბაჯელიძე საუბრობდა-ჩხენკელი, დანელია და ჯანყარაშვილი, რომლებსაც როგორც ბაჯელიძე ამბობს ჰქონდათ გარკვეული ინტერესი ან ჩართულობა ამ საკითხზე“.

News.ge 

„გიგა ოთხოზორიას ეს ცინიკური მკვლელობა არ არის ერთადერთი უბედურება რაც დღეს აფხაზეთის მიწაზე ხდება“

ხურჩაში მომხდარ მკვლელობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოეხმაურა. განცხადება ახალაიას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

News.ge 

თავდაცვის მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრის მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროექტების განხორციელების საკითხები და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები იყო.