World News in Georgian
Май
2016

Новости за 27.05.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

“გამარჯობა ჯორჯია” – რობის ემოციური სალამი და შეძახილი ქართველ მაყურებელს (ვიდეო)

დინამო არენაზე ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის კონცერტი გაიმართა. მომღერალი მაყურებელს ქართულად მიესალმა და  ყველა დროის საუკეთესო ჰიტი შეასრულა. კონცერტი პროექტ “ჩექ ინ ჯორჯია”-ს ფარგლებში გაიმართა.

News.ge 

სოციალურ ქსელში რობი უილიამსის კონცერტის ამსახველი ფოტოები ვრცელდება

რობი უილიამსის კონცერტმა დინამო არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა.

News.ge 

ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურა კორცხელის მოვლენებზე ვიცე-პრემიერის დაკითხვას არ აპირებს

კორცხელის დარბევიდან მეექვსე დღესაც არც ერთი დამნაშავე არა თუ დაკავებული, დასახელებულიც არ არის

News.ge 

სომხეთის მხრიდან ტერიტორიის მიტაცებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთთან საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთა იმ მოსაზრებას უპასუხეს, რომლის თანახმადაც, სომხეთმა საქართველოს ტერიტორია მიიტაცა.

News.ge 

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებაზე ვენეციის კომისიამ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა

ლევან ბოძაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ თავის წინასწარ დასკვნაში კონრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელსაც ის არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებში.

News.ge 

თბილისის რამდენიმე რაიონს 30 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონს 30 მაისს დროებით შეეზღუდება.

News.ge 

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთ ფაშისტურ ლოზუნგს დავინახავდი!“

აშშ-ში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე თვალმოკრული პლაკატის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

News.ge 

ალასანია ევროპის პარლამენტისგან, „კაბელების საქმეზე“ რეზოლუციას ელოდება

„თავისუფალი დემოკრატები“ ვარაუდობენ, რომ ევროპის პარლამენტი ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციას ან განცხადებას მიიღებენ.

News.ge 

ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთდება

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ, მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

News.ge 

მეჭიაური მთავრობას პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის ერთერთი ავტორი თამაზ მეჭიაური მთავრობას პარლამენტის გადაწყვეტილების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

News.ge 

გოცირიძე ქუმსიშვილის განცხადებაზე: ამათ ვინ ეკითხებათ? ეს არის დაცინვა და საკანონმდებლო ნიჰილიზმი

გოცირიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო და ახლა საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის.

News.ge 

„ზიანი უკვე მიღებულია - ახლა ისინი გადასული არიან საკონსტიტუციო სასამართლოს დასჯაზე“

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკისგან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით ეკონომიკურ სტაბილურობას უკვე მიადგა ზიანი.

News.ge 

„ეს იყო უბრალოდ მცდელობა, რომ მთავრობას გაემართლებინა თავისი სისუსტეები და დაბრალებოდა ეს ეროვნულ ბანკს“

დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას გულისხმობდა, ხელისუფლებამ კონკრეტული მიზნით მიიღო.

News.ge 

დუნდუა: ლარი გათავისუფლდა პოლიტიკური ტყვეობისგან

მიხეილ დუნდუას განცხადებით, ხელისუფლებამ, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი გამოყოფის საფუძველი აღარ იყო.

News.ge 

დონდუა: ლარი გათავისუფლდა პოლიტიკური ტყვეობისგან

მიხეილ დონდუას განცხადებით, ხელისუფლებამ, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი გამოყოფის საფუძველი აღარ იყო.

News.ge 

ქუმსიშვილი: ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებული, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში

მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი აღარ გააკეთა.

News.ge 

მაჭავარიანი: თუ არაფერი არ მოხდა, რას ამკაცრებენ - თვალებში ნაცარს გაყრიან და არავის აღარ ეყრება ეს ნაცარი უკვე

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი არჩევნების პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრებას, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას უწოდებს.

News.ge 

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.