World News in Georgian
Июнь
2016

Новости за 12.06.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

13 ივნისი – 1 წელი ტრაგედიიდან – პრეზიდენტის განცხადება

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. “დღეს ერთი წელი შესრულდა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან. შეუცვლელი ადამიანური დანაკლისი, განადგურებული ქალაქის ცენტრი: დაუნდობელმა სტიქიამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას. ამ მოვლენის შემდგომმა დღეებმა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად […]

News.ge 

“საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა, უბრალოდ ხაზი გაავლეს"

ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ავლევში მომხდარ ინციდენტს.

News.ge 

პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყებაში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები.

News.ge 

ბაჩო ახალაია: ოკუპანტები, სეპარატისტები, ჩვეულებრივი ბანდიტები ატყობენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრულ მოშლას

საიტი qronikaplus.ge აქვეყნებს ბაჩო ახალაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს: "სააკაშვილი, საჭირო დროს, საქართველოს მოსახლეობის გვერდით იქნება!”, გთავაზობთ ამონარიდს.

News.ge 

სოფელ ალმატში არასრულწლოვანი ბიჭი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

News.ge 

,,ამ წუთებში ახალი კადრები გაავრცელეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი და მე ჩამიგდეს კომენტარებში დამიკავშირდით ჟურნალისტები“

მისი თქმით, მასალას თან ახლდა მუქარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც მოუწოდებდა კონკრეტულ პირებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და "არ უნდა მოახდინონ საზოგადოებისთვის ტვინის გამორეცხვა."

Marshalpress.ge (მარშალ) 

სტიქია საჩხერეში- სოფელი სპეთი გარესამყაროს მოწყდა

საჩხერის რაიონის სოფელი სპეთი გარესამყაროს მოწყდა-რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და მიწები დაიტბორა. სტიქიამ სოფლამდე მისასვლელი მთავარი გზა წაიღო. 30-ზე მეტი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.  გამგეობის წარმომადგენლები გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას დახმარებას შეპირდნენ.

News.ge 

დავით გადელია: აი ესაა კლასიკური მაგალითი ყველა დროში, ყველა სიგლახის გამკეთებლის!!!

სეფსისისა და ინფექციურ დაავადებათა კლინიკის გენ.დირექტორი, პარლამენტის წევრი 1995-99წ.წ. ექიმი დავით გადელია, ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს.

News.ge 

"რას ჭამდნენ ძველი ქართველები, რა ჰქონდათ სადილად თუ ვახშმად, რას თესავდნენ და რას აცხობდნენ"

საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს წერილს: "რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?", გთავაზობთ ამონარიდს.

News.ge 

ორლანდოში სროლების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

ასევე, BBC-ის ინფორმაციით, 53 ადამიანამდე გაიზარდა დაჭრილების რიცხვი, მათ შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

News.ge 

გერმანული გამოცემა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების დამსახურებებზე წერს

გერმანულენოვანი გამოცემა tagesschau.de ავღანეთში წარმოებულ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს.

News.ge 

„ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“

ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

გეი კლუბში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა

აშშ-ში, ფლორიდაში, გეი კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 20-ზე მეტმა  ადამიანმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო. BBC-ის ინფორმაციით,   თავდამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ჯერ კიდევ ღამის კლუბში იმყოფება, სადაც მას მძევლები ჰყავს აყვანილი. პოლიციამ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

News.ge 

გეი კლუბში მომხდარ სროლას მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორლანდოში გეი კლუბში მომხდარ სროლას მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 42 დაშავდა. პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.

News.ge 

"გთხოვთ! მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რათა დროულად დადგინდეს ავადმყოფის ვინაობა"

რესპოდენტის ცნობით, ავადმყოფი ქალბატონი სავარაუდოდ ქალაქ სენაკიდაანა და ის ციცო უგულავა (ან გუგულავა) გახლავთ…

News.ge 

სამადლოს, კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობა წყნეთი-ბეთანიის გზის შეკეთებას ითხოვს

სამადლოს, კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის შეკეთებას ითხოვს.

News.ge 

„მემარცხენე ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

„მემარცხენე ალიანსი“ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს

News.ge 

კიევში თანასწორობის მარში გაიმართა

აქციის მონაწილეების ნაწილს ლგბტ თემის დროშები ეჭირათ, ასევე, პლაკატები ლოზუნგებით - „სიყვარული ადამიანის უფლებაა“, „ლგბტ უფლებები = ადამიანის უფლებებს“ და სხვ.

News.ge 

ინგლის-რუსეთის მატჩს დაპირისპირება მოჰყვა

ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია.