World News in Georgian

გეი კლუბში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა

აშშ-ში, ფლორიდაში, გეი კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 20-ზე მეტმა  ადამიანმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო. BBC-ის ინფორმაციით,   თავდამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ჯერ კიდევ ღამის კლუბში იმყოფება, სადაც მას მძევლები ჰყავს აყვანილი. პოლიციამ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

Читайте на сайте