World News in Georgian
Ноябрь
2016

Новости за 12.11.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

ფეხბურთი: საქართველო-მოლდოვა 1:1

მსოფლიო ჩემიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველო-მოლდოვას შორის გამართული მატჩი ანაგრიშით 1:1 დასრულდა. ერთადერთი და პირველი გოლის ავტორი ვაკო ყაზაიშვილი იყო, რომელიც შეხვედრის 78-ე წუთზე მოლდოველმა გაცკანმა გაათანაბრა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“კობა სუბელიანის მაღალინწელექწუალური ნაზი ფსიქიკა ვერ მიტანს” – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე კობა სუბელიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მის რეპლიკას პასუხობს. “კობა სუბელიანის მაღალინწელექწუალური ნაზი ფსიქიკა ვერ მიტანს,ღმერთო ჩემოო,ვის ხელშია ეს ოქროს კაცი”– წერს რაზმაძე.

News.ge 

რობერტ დე ნირო ტრამპის გამარჯვების შემდეგ - "თავს ისე ვგრძნობ, როგორც 9/11-ის დროს"

მსახიობ რობერტ დე ნიროს განცხადებით, ის თავს ისე გრძნობს, როგორც 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ გრძნობდა.

News.ge 

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ხვალ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე

2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდე განაცხადა. კვაჭანტირაძის თქმით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ბიუჯეტზე იმსჯელეს და აღინიშნა, რომ სერიოზული თანხები იქნება გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. “შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზდება. რა […]

News.ge 

ზვიად კვაჭანტირაძე: პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ 18 ნოემბერს დაინიშნება

"ქართული ოცნების" წევრის ზვიად კვაჭანირაძის განცხადებით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ 18 ნოემბერს დაინიშნება.

News.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

News.ge 

კახა კუკავა: საქართველოში არასამართლიანი და არათავისუფალი არჩევნები ჩატარდა და პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს

თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და შედეგები ხალხის ნებას არ გამოხატავს.

News.ge 

გამჭვირვალობის ერთადერთი უკუეფექტი

თბილისში მდებარე ერთერთი მაღაზიის ადმინისტრაცია კლიენტებს აფრთხილებს: "ეს კარია, რომლის გამჭვირვალობამ ბევრის ცხვირი შეიწირა, ფრთხილად", - აღნიშნულია მაღაზიის გამჭვირვალე კარზე დაკიდებულ გამაფრთხილებელ წარწერაზე.

News.ge 

დავით სერგეენკო: უნდა დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერმინისტრს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით კონსულტაციების არსებობას ადასტურებს, თუმცა გადაწყვეილებას არ ასაჯაროებს და სიტყვას პრემიერმინისტრს უთმობს.

News.ge 

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე პორტლენდში ერთი ადამიანი დაიჭრა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

News.ge 

"არა ფობია" - ზვარეს ინციდენტი ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქდა

პლატფორმა „არა ფობია“ მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ფაქტების იმგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციისგან, რომლებიც იწვევს, ან ახალისებს საზოგადოების დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ განწყობებს.

News.ge 

პრემიერმინისტრი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებს გაფართოებულ ფორმატში ხვდება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას მართავს.